ავღანეთიდან სპორტსმენი ქალების ევაკუაცია განახორციელეს
ავღანეთიდან სპორტსმენი ქალების ევაკუაცია განახორციელეს. მედიის ინფორმაციით, ევაკუირებულებს შორის ეროვნული საფეხბურთო გუნდის წევრებიც არიან.
ავღანეთიდან სპორტსმენი ქალების გაყვანის ფაქტი პროფესიონალი ფეხბურთელების მსოფლიო ასოციაციამ, FIFPRO-მაც დაადასტურა და განაცხადა, რომ სპორტსმენები ავსტრალიაში გადაიყვანეს.
"მადლობელი ვართ ავსტრალიის მთავრობის ავღანეთიდან სპორტსმენი ქალების ევაკუირების გამო. ეს ახალგაზრდა ქალები საფრთხეში იყვნენ და მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას მათი დახმარებისთვის,"- ნათქვამია FIFPRO-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი სპორტსმენის ევაკუირება განხორციელდა.