"დიდი შვიდეული" განიხილავს, აღიარებს თუ არა "თალიბანს" ავღანეთის მთავრობად
"დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები, აპირებენ შეხვედრაზე ავღანეთის ხელისუფლებად "თალიბანის“ ერთობლივად აღიარების საკითხი განიხილონ - ინფორმაციას CNN დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა ბერკეტად იქნას გამოყენებული, რათა დაჯგუფებას ადამიანის უფლებების პატივისცემა აიძულონ.
თალიბანთან დაკავშირებით, ერთიანი მიდგომის იდეას მხარს უჭერს შეხვედრის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
მას სურს მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეიმუშაონ გეგმა, თუ როგორ უნდა აღიარონ მთავრობა, ან გამოიყენონ პოტენციური ეკონომიკური სანქციები, ან შეწყვიტონ დახმარება.
ამ დრომდე "თალიბანი“ ჯერ არც ერთ ქვეყანას უღიარებია ავღანეთის ოფიციალურ მთავრობად.
შეგახსენებთ, "დიდი შვიდეულის“ ჯგუფში შედის: შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და კანადა.
"ინტერპრესნიუსი"