ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან? - კვირის პალიტრა

ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან?

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია და ის პირველად გახდა ქალი, სალომე ზურაბიშვილი... დამოუკიდებელმა კანდიდატმა მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. ქალი პრეზიდენტი საინტერესო აღმოჩნდა მედიისთვის. ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი მისი გარდერობი და სხვათაშორის დღემდე ასეა, თუ გავიხსენებთ მის ბოლო შეხვედრას რომის პაპთან.

სალომე ზურაბიშვილის მიერ დრესკოდის დაცვა, სოციალურ ქსელში იუმორისიტული შარჟების თემად იქცა. პრეზიდენტის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილია. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, სახლში ჰყავს ძაღლი, რომელიც თელავში მგზავრობისას გომბორის გზაზე აიყვანა. უყვარს ლობიო და თავად აცხობს სააღდგომო პასკას.

თუმცა საზოგადოებამ არ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ეს მშვენიერი ქალი „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტი 30 წლის თამო რიჟამაძეა. პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დაცვის რიგებში თავისივე სქესის ადამიანი. თამუნა რიჟამაძეს შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.

ქალი წარმოშობით ქუთაისიდან არის. პროფესიით ინგლისურის სპეციალისტმა, მაგისტრატურა პიარის კუთხით გაიარა და ახლა იურიდიულზე სწავლობს. იხილეთ სრულად