რუსთავში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

რუსთავში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გარდაცვლილი 80 წლამდე მამაკაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.