"მსოფლიო ბანკი" ავღანეთში პროექტების დაფინანსებას აჩერებს
"მსოფლიო ბანკი" ავღანეთში პროექტების დაფინანსებას წყვეტს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. "შევაჩერეთ დაფინანსება ავღანეთში ჩვენი ოპერაციებისთვის. ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ სიტუაციას ჩვენი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციას საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ გზების გამონახვას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რთულად მოპოვებული მიღწევების შენარჩუნება და ავღანელი ხალხის მხარდაჭერა,"- განაცხადა ბანკის პრესსპიკერმა.
BBC-ის ინფორმაციით, "მსოფლიო ბანკმა" 2002 წლიდან ავღანეთში რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტებისთვის 5.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოყო.