"ავღანეთში შიმშილობა ემუქრება მილიონობით ადამიანს, მათ შორის 2 მილიონ ბავშვს" - კვირის პალიტრა

"ავღანეთში შიმშილობა ემუქრება მილიონობით ადამიანს, მათ შორის 2 მილიონ ბავშვს"

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი აცხადებს, რომ მილიონობით ავღანელს შიმშილობა და კატასტროფა ემუქრება.

ბიზლიმ "ალ-ჯაზირასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთში 14 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი, შიმშილობის საფრთხის წინაშე დგას, მათ შორისაა ორი მილიონი ბავშვი, რომელიც ისედაც არასაკმარისად იკვებება და ორგანიზაციას წლის ბოლომდე 200 მილიონი აშშ დოლარი ესაჭიროება იმისთვის, რომ ქვეყანაში საქმიანობა განაგრძოს.

"ჩვენ გვჭირდება ეს დაფინანსება, რადგან ზამთრის თვეები ახლოვდება. 4 მილიონადე ადამიანი ისეთ ტერიტორიებზე იმყოფება, სადაც ზამთარი მათთან მიღწევის შესაძლებლობას ართულებს," - განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.