გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ, უცხოელები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა - კვირის პალიტრა

გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ, უცხოელები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. თV25-ის ინფორმაციით, მანქანაში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არსებული ცნობით, გარდაცვლილია ერთი პირი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ ხევში გადავარდნის შემდეგ ავტომანქანა 20-მდე ბრუნს აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსოპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.