"მოხნსა ევროპის რეკორდები ატაცსა, აკვრასა და ორჭიდში! "- ვინ არის 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გოგონა?
პოლონეთი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს გოგონათა ნაკრების (U15) დებიუტანტმა წევრმა, მარიამ მურღვლიანმა მოიგო.
კონტინენტის პირველობაზე 15 წლის ქართველმა გოგონამ სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მარიამ მურღვლიანი პირველი ქართველი გოგონა გახლავთ, რომელმაც ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
"ამ გოგომ ორი წუთის წინ 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო... მოხნსა ევროპის რეკორდები ატაცსა, აკვრასა და ორჭიდში! მარიამ მურღვლიანი !! ატაცი, აკვრა, ორჭიდი,
გილოცავთ, მარიამ, ოქროხარ.
ვულოცავ ამ წარმატებას ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას და მარიამის პირად მწვრთნელს აკაკი კაკაბაძეს", -წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაულ. (წყარო)