"კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ძალიან კარგი მოძღვარი" - რა ინფორმაციას ავრცელებს მეუფე მელქისედეკი
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) სოცილაურ ქსელში წერს, რომ კორნავირუსს თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური ემსხვერპლა "52 წლის ასაკში კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ძალიან კარგი მოძღვარი, დეკანოზი აკაკი (მეგრელიშვილი) თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური, კოვიდთან ერთთვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს!"- წერს სასულიერო პირი. (წყარო)