ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განუცხადა, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.
გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.