ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს - "მასში დიდგვაროვანი ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირია ჩასვენებული" - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს - "მასში დიდგვაროვანი ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირია ჩასვენებული"

ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, 1,5 ათასი წლის ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. აფხაზური მედიის ცნობით, ოჩამჩირესთან ახლოს, რუსულ-აფხაზურმა საექსპედიციო ჯგუფმა, რომელიც 20 წელზე მეტია, ტყვარჩელსა და აჩანდარაში მუშაობს, ანტიკური ქალაქის, გიენოსის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი არტეფაქტი აღმოაჩინა. აღნიშნულ ქალაქს, ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად, იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო-სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.).

ოჩამჩირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე არსებობდა ადგილობრივი დიდი დასახლება და განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. გიენოსის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდელი ოჩამჩირის მახლობლად, მდინარე ჯიკუმურის შესართავთან ბერძენთა, კონკრეტულად, ათენელთა სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გიენოსში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხური მოსახლეობა.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რომელსაც გემთმშენებლობისთვის საჭირო მასალას - ძვირფას ხეს აწვდიდა...

ადგილობრივი გამოცემა Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, არკადი ჯოპუა, რომელიც ექსპედიციის აფხაზური ჯგუფის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ "აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ტყვიის სარკოფაგი აფხაზეთში მანამდე არასდროს უნახავთ. მონაცემების წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ არტეფაქტი, დაახლოებით, 1.5 ათასი წლისაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საფლავში სასულიერო პირი ან თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო დაკრძალული...."

მისივე თქმით, ისინი თითქმის ოცი წელია საექსპედიციო სამუშაოებს აწარმოებენ აჩანდარაში, აბგარკუხაში, გუთაუთასა და ტყვარჩელში. აღმოაჩინეს ჯანტუხის სასაფლაო. ახლა კი, მიადგნენ ანტიკურ ქალაქ გიენოსს, რომელიც ისტორიაში, ბერძნულ ქალაქად არის მოხსენიებული... გააგრძელეთ კითხვა