დღეიდან "სინოფარმის" პირველ დოზაზე დარეგისტრირება და ასევე ცოცხალი რიგით აცრა იზღუდება, შეუფერხებლად გრძელდება აცრა ვაქცინის მეორე დოზით
დღეიდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
"შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით "პფაიზერის", "ასტრაზენეკასა" და "სინოვაკის" ვაქცინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.