"რა გასაკვირია ანტივაქსერობა ქვეყანაში, სადაც აბიტურიენტების უმრავლესობა ზოგადი უნარების ტესტებსაც კი ვერ აბარებს წესიერად" - კვირის პალიტრა

"რა გასაკვირია ანტივაქსერობა ქვეყანაში, სადაც აბიტურიენტების უმრავლესობა ზოგადი უნარების ტესტებსაც კი ვერ აბარებს წესიერად"

"და რა გასაკვირია ანტივაქსერობა ქვეყანაში, სადაც აბიტურიენტების უმრავლესობა ზოგადი უნარების ტესტებსაც კი ვერ აბარებს წესიერად", - ამის შესახებ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს:

"განათლების პრობლემას (განსაკუთრებით საშუალო სკოლებში) ვერცერთმა მთავრობამ ვერ მიხედა. იდეაში ყველაზე რეფორმატორულმა ხელისუფლებამაც მხოლოდ ის ქნა რომ მისაღებ გამოცდებზე კორუფცია მოსპო. ამის იქით სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი. საშუალო სკოლებს რაც შეეხება, მაშინდელმა განათლების მინისტრმა სკოლები რატომღაც ლოტოთი (რენდომულად) გადაანაწილა დირექტორებზე. მასწავლებელთა ატესტაცია, როგორც მახსოვს, შუა გზაზე გაჩერდა.

საშუალო სკოლებში განათლების პრობლემისა და საბჭოთა კავშირში გაზრდილი თაობების კონსპირაციებისადმი მიდრეკილების კომბინაციამ მოგვცა შედეგი რომელიც აქამდე დიდად არ ჩანდა და შესაბამისად მთავრობებიც მის გამო თავს არ იკლავდნენ: დიდი ამბავი, ხალხი თუ უვიცია, ასე პირდაპირ ეს ქვეყანაზე არ აისახება, განათლების რეფორმა კი რთული და სახიფათო საქმეა. ზოგს ალბათ უხაროდა კიდეც ეს ამბავი - უვიცებს ხომ უფრო იოლად დააბოლებ წინაარჩევნო ტყუილებით.

ჰოდა, იფეთქა ამ ყველაფერმა ახლა, ყველაზე მძიმე დროს", - წერს შარაშენიძე.