"მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს" - კვირის პალიტრა

"მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქაბულის აეროპორტზე მომხდარ თავდასხმას გმობს.

ამის შესახებ ის "ტვიტერში" წერს:

"მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს. ვლოცულობ იმ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ევაკუაციის პროცესის მხარდაჭერაში და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს,"- წერს ზურაბიშვილი "ტვიტერში".

შეგახსენებთ, გუშინ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები მოხდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 90-მდე ადამიანის, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროს, სიცოცხლე ემსხვერპლა.