"თურქეთისგან პოზიტიური სიგნალები მივიღეთ, რასაც პოზიტიური სიგნალებითვე ვუპასუხებთ" - კვირის პალიტრა

"თურქეთისგან პოზიტიური სიგნალები მივიღეთ, რასაც პოზიტიური სიგნალებითვე ვუპასუხებთ"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთმა რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით თურქეთისგან პოზიტიური სიგნალები მიიღო.

"რეგიონში მშვიდობის დამყარების დღის წესრიგთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ თურქეთისგან გარკვეული პოზიტიური სიგნალები მივიღეთ. შევაფასებთ ამ სიგნალებს და პოზიტიურ სიგნალებს პოზიტიური სიგნალებითვე ვუპასუხებთ," - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური შეწყვეტილი აქვთ.