"ამომრჩევლის "გადაგდებით" და მოტყუებით ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანეს"
ქართველი ხალხის, ამომრჩევლის "გადაგდებით" და მოტყუებით ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანეს, - ამის შესახებ"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სანქციები ყველა იმ ადამიანზე უნდა დაწესდეს, ვინც ქვეყანა პანდემიის კუთხით აღნიშნულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
"ქართველი ხალხის, ამომრჩევლის"გადაგდებით" და მოტყუებით ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანეს. ერთ-ერთი ყველაზე უმწვავესი კრიზისია წინა პრემიერისა და ახლანდელი პრემიერის მიერ პანდემიის უგნური მართვა. ჩვენ ყოველდღე ადამიანებს ვკარგავთ, აღარ ვლაპარაკობ სასამართლო რეფორმაზე. სანქციები უნდა დაწესდეს იმ ადამიანებზე, ვინც ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში შეიყვანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაზე.
ახლაც მიმდინარეობს ჩვენი გენერალური მდივნის შეხვედრები მიუნხენში უამრავ ძალიან გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსთან. ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე და ეს საქმე არის ის, რომ"ქართული ოცნება" დაამთავრებს ოცნებას და ჩვენი ქვეყანა საქმიანი აღმშენებლობის გზას დაადგება", - განაცხადა ხაზარაძემ.
გარდა ამისა,"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა "ქართული ოცნების" მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგი 2 ოქტომბერს იქნება, როცა ქართველი ხალხი"ოცნებას" ხელისუფლებიდან გაისტუმრებს.
"ველოდებოდი, რომ "ქართული ოცნება" ისეთ კვლევას გამოაქვეყნებდა, სადაც 99% ექნებოდა ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ საბოლოო შედეგი 2 ოქტომბერს იქნება, როცა ქართველი ხალხი"ოცნებას" ხელისუფლებიდან გაისტუმრებს", - განაცხადა ხაზარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"