აშშ-მა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკის" ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

აშშ-მა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკის" ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა

აშშ-მა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკის" ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა - ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

"აშშ-ის სამხედრო ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. ვიცით, რომ ოპერაციას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია", - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ბილ ურბანმა.

როგორც CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზატორის წინააღმდეგ ოპერაცია ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმების სერიაზე პასუხისხმგებლობა "ისლამური სახელმწიფო - ხორასანის" ფილიალმა აიღო.

"ინტერპრესნიუსი"