"ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ ყოფნა, ერთად გარდაიცვალნენ" - ვინ იყო ბათუმში, კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილი
ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი - 54 წლის ნონა ემირიძე და 31 წლის კობა ჯაშოიანი ემსხვერპლა. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა კლინიკა "ბაუში" მოხდა.
ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დედა გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი ვაჟის სიცოცხლეც.
დედა-შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახლობლები ეხმაურებიან:
მარი ვაშაკიძე:
"ორი დღის მანძილზე ორი ადამიანი დავკარგეთ - დედა-შვილი, ჩვენი კარგი თანამშრომლები და მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ ყოფნა, ერთად გარდაიცვალნენ. რა საშინელია ცხოვრება, ძალიან დაგვწყვიტეთ გული". გაგრძელება