ავღანეთის ყოფილი შს მინისტრის ინფორმაციით, თალიბებმა ცნობილი მუსიკოსი მოკლეს
ავღანეთის ყოფილი შს მინისტრი მასუდ ანდარაბი აცხადებს, რომ თალიბებმა ქვეყანაში ცნობილი მუსიკოსი ფავად ანდარაბი სასტიკად მოკლეს.
მისივე თქმით, ხალხური სიმღერების შემსრულებელი ბაღდადის პროვინციაში, საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ამასთან, ავღანური საინფორმაციო სააგენტო Pajhwok-ის ცნობით, „თალიბანმა“ ყანდაარის პროვინციაში მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა.
"ინტერპრესნიუსი"