"მესამე ძალის" გუნდს გრიგოლ ვაშაძე უერთდება - რას აცხადებს სერგო ჩიხლაძე? - კვირის პალიტრა

"მესამე ძალის" გუნდს გრიგოლ ვაშაძე უერთდება - რას აცხადებს სერგო ჩიხლაძე?

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ "მესამე ძალის" გუნდს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" პრეზენტაცია 30 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის წინაშე განახლებული კონფიგურაციითა და შემადგენლობით წარსდგება.

"ნამდვილად იქნება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემოუერთდა "მესამე ძალის" გუნდს და ხვალინდელ პრეზენტაციაზე ისიც იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"