"სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, რა დროსაც ლადო წყალში იყო... ტროსიდან დენი გადავიდა წყალზე და 22 წლის ბიჭი იმსხვერპლა" - ტრაგედია შეკვეთილში
ტრაგედია დატრიალდა შეკვეთილში, სადაც 22 წლის ლადო გოგუა სკუტერის ზღვიდან ამოყვანისას გარდაიცავალა.
ადგილობრივების თქმით, ლადო გოგუა შეკვეთილში ისვენებდა.
მომხდარს ლადოს მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და წერენ, რომ "სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, რა დროსაც ლადო წყალში იყო და ტროსიდან დენი გადავიდა წყალზე და ბიჭი იმსხვერპლა". სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარადა გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისიხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.