ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა.

" ბავშვს ჰქონდა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სეპტიური შოკი განვითარდა, ასევე კოვიდ ინფექცია",-აღნიშნავს ჩხაიძე.