"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­გიყ­ვეთ წყალ­ტუ­ბო­ში არ­სე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ..." - კვირის პალიტრა

"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­გიყ­ვეთ წყალ­ტუ­ბო­ში არ­სე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ..."

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსის გადაიტანის შემდეგ დატოვებული გართულებების სამკურნალოდ, რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის გავლა დასჭირდა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უნიკალური აღმოჩენის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებული სასწაულის შესახებ. ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია.

სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს, პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა, ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა, ლამის, დამავიწყა. მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა, რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით, მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.

იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი. არ ვიცი, ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს, ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!

აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.

პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს, ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყენებისგან განსხვავებით, აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად", - წერს თინა ხიდაშელი (წყარო)