"მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც მე-13 შვილი შეეძინა
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 45 წლის ქალბატონს იამზე დიასამიძეს მე-13 შვილი - ანდრია შეეძინა. ივანაძეების ოჯახს უკვე 8 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავთ. მათ შორის ყველაზე უფროსი 28 წლისაა. ქალბატონი იამზე 4 გზის ბებიაცაა. Ambebi.ge დაინტერესდა როგორც ცხოვრობს 13-შვილიანი ოჯახი, ამიტომაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრებ გმირ დედას იამზე დიასამიძეს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ იამზეს ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა.
- ქალბატონო იამზე, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?
- რა გითხრათ, ვცხოვრობთ სოფელ კვირიკეში, ახლახან მე-13 ბავშვი გავაჩინე, პატარა ანდრია დროებით კლინიკაში რჩება, რადგან დღენაკლული დაიბადა. დიდად დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, თუმცა გაგვქონდა თავი.
17:45 / 30-08-2021
"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 45 წლის ქალბატონს იამზე დიასამიძეს მე-13 შვილი - ანდრია შეეძინა. ივანაძეების ოჯახს უკვე 8 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავთ. მათ შორის ყველაზე უფროსი 28 წლისაა. ქალბატონი იამზე 4 გზის ბებიაცაა. Ambebi.ge დაინტერესდა როგორც ცხოვრობს 13-შვილიანი ოჯახი, ამიტომაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრებ გმირ დედას იამზე დიასამიძეს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ იამზეს ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა.
- ქალბატონო იამზე, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?
- რა გითხრათ, ვცხოვრობთ სოფელ კვირიკეში, ახლახან მე-13 ბავშვი გავაჩინე, პატარა ანდრია დროებით კლინიკაში რჩება, რადგან დღენაკლული დაიბადა. დიდად დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, თუმცა გაგვქონდა თავი.
- როგორც გავიგეთ, საცხოვრებელი სახლის შესაძენად ვალი აიღეთ, თანხა კი დასაფარი გაქვთ...
- დიახ, ხუთი წლის წინ სახლი შევიძინეთ, ნახევარი თანხა გადახდილი გვაქვს, თუმცა დაახლოებით 4000 დოლარი კიდევ გვჭირდება, რომ სახლის ვალი სრულად დავფაროთ. იხილეთ სრულად