"2-ჯერ აცრილი იყო, შეხვდა კოვიდი, რომლისგანაც განიკურნა! მისი გარდაცვალება გამოიწვია ინფარქტმა და არა COVID 19-მა!" - რას წერს მამა აკაკი მეგრელიშვილის მეგობარი - კვირის პალიტრა

"2-ჯერ აცრილი იყო, შეხვდა კოვიდი, რომლისგანაც განიკურნა! მისი გარდაცვალება გამოიწვია ინფარქტმა და არა COVID 19-მა!" - რას წერს მამა აკაკი მეგრელიშვილის მეგობარი

"2-ჯერ აცრილი იყო, შეხვდა კოვიდი, რომლისგანაც განიკურნა! მისი გარდაცვალება გამოიწვია ინფარქტმა და არა COVID 19-მა!" - რას წერს მამა აკაკი მეგრელიშვილის მეგობარი

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამა აკაკი მეგრელიშვილის მეგობარი, ლაშა შენგელია სოციალურ ქსელში მოძღვრის გარდაცვალების რეალურ მიზეზებზე წერს. შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოძღვარი კორონავირუსს ემსხვერპლა. თუმცა, როგორც მეგობარი წერს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და "ფეისბუქპოსტში" მისი ჯანმრთელობის მოკლე ისტორიას გვიყვება:

"გარდაიცვალა მამა აკაკი - ჩემი ქრისტესმიერი მეგობარი და სულიერი ძმა!!!

მამა აკაკი მეგრელიშვილი იყო მხურვალე ეროვნული სულისკვეთების, უაღრესად პატიოსანი და თავმდაბალი მღვდელმსახური!.. მთელი გულითა და სულით ვიზიარებ მისი მეუღლის, ჩემი კოლეგისა და კურსელის, ჩემი მეგობრის - ჩემი ნინოს უდიდეს ტკივილს, ვუთანაგრძნობ მის ლამაზ ოჯახს, მის დას და ყველა ახლობელს!..

მამა აკაკი გახლდათ ერუდირებული და საღად მოაზროვნე პიროვნება, რომელსაც საშური სამართლიანობის გრძნობა გააჩნდა და ყოველთვის სწორად აფასებდა ჩვენს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს!.. მას ჰქონდა ღრმა სასულიერო და საერო განათლება, იყო მრავალი წიგნის ავტორი, ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა იუმორის განსაკუთრებული გრძნობა, მასთან საუბარი და ურთიერთობა ძალზედ სასიამოვნო იყო ყველასათვის!..

სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გახდა მავანისა და მავანისათვის სპეკულაციის თემა!!!ავრცელებენ დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ მამა აკაკი, რომელიც იყო 2-ჯერ აცრილი, მას დაემართა COVID 19 და მასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად და აცრების მიუხედავად, თითქოს ის ამ ვირუსისაგან გარდაიცვალა!!!

ჯერ ერთი, ასეც რომ იყოს არაკაცურია და დიდი უზნეობაა ადამიანის გარდაცვალებით სპეკულირება!!!თანაც მთავარი ინფორმაცია არ ვრცელდება მამა აკაკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რითიც შეცდომაში შედის საზოგადოება და ინერგება შიში ვაქცინაციის მიმართ!..

მამა აკაკის ჯანმრთელობა უკიდურესად სავალალო იყო მრავალი წლის განმავლობაში - ის წლების წინ დაავადდა ჩ ჰეპატიტით, რომელმაც გამოიწვია ცეროზი და ღვიძლი უკიდურესად დაუზიანდა!.. რამდენიმე წლის წინ მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა, ამ 60 000 $-მდე ღირებულების უნიკალური ოპერაციის შემდეგ (რაც მეგობრებმა და ახლობლებმა შეუგროვეს) კორეელმა მედიკოსებმა დაუნიშნეს იმუნიტეტის დამაქვეითებელი აბები, რომელიც მუდმივად უნდა მიეღო, რათა იმპლანტი არ მოეშორებინა ორგანიზმს როგორც უცხო სხეული!..ოპერაციამდე მისი ორგანიზმი ღვიძლის ცეროზისაგან საკმაოდ დაზიანებული იყო - არანორმალურად მოემატა რკინა, რომლისგანაც მთელი სხეული და სახე გამუქებული ჰქონდა და სიშავეში გადადიოდა!..ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაზაფხულზე ფაიზერის ვაქცინით ჩაიტარა 2 აცრა, რადგან აუცრელს რომ შეჰყროდა ეს ვერაგი ვირუსი, იცოდა მისი დაუძლურებული ორგანიზმი COVID 19-ს ვერ გაუმკლავდებოდა!.. ზაფხულში მის დაზიანებულ სხეულს დაემატა მიოკარდიუმის ინფარქტი და მას სიცოცხლე მხოლოდ შუნტირებით შეუნარჩუნეს!..მამა აკაკის გულის მდგომარეობა იმდენად არასახარბიელო ჰქონდა, რომ ინფარქტამდე წირვის ჩატარების დროს ბევრჯერ ცუდადაც გამხდარა!..ხოლო შუნტირების შემდეგ კი, როცა 2-ჯერ უკვე აცრილი იყო მას შეხვდა COVID 19, რომლისგანაც განიკურნა!!!

მაგრამ ბოლო პერიოდში გაუარესდა მისი გულის მდგომარეობა და განუვითარდა განმეორებითი ინფარქტი (რაც ხშირად ვითარდება პირველი ინფარქტის შემდეგ), რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება და არა COVID 19-მა!!!

ეს არის სიმართლე და ვინც ამახინჯებს რეალობას ღმერთმა შეუნდოს!!!

ჯვარი მამა აკაკიმ დამწერა და მისი სახით მე დავკარგე ერთგული მეგობარი და თანამოაზრე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში!..

მწამს, რომ ღმერთი შეუნდობს მას ნებით, თუ უნებლიე ყოველ შეცოდებას და სასუფეველს დაუმკვიდრებს მის მართალ სულს!!! ამინ!!!"