ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ეპიდსიტუაცია
ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 348 ადამიანს ჩაუტარდა.
რეგიონში კოვიდ 19-ს კიდევ 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 378-მდე გაიზარდა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 24-ის - საშუალო სიმძიმის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 23, გაგრაში - 18, ტყვარჩელში - 10, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 71.