5 შეცდომა, რომელსაც თვითნებური დიეტის დაცვისას ვუშვებთ - კვირის პალიტრა

5 შეცდომა, რომელსაც თვითნებური დიეტის დაცვისას ვუშვებთ

წონაში ეფექტური კლება მხოლოდ დიეტის მკაცრად დაცვაზე ან წინასწარ შედგენილ კვების სისტემაზე როდია დამოკიდებული. დიეტოლოგების აზრით, ადამიანები, გახდომის დროს, სხვადასხვა შეცდომას უშვებენ, რაც მოქმედებს შედეგზე.

წარმატებული შედეგისათვის აუცილებელია ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება: პოპულარული დიეტები და კვების სისტემები ყველასთვის როდია სასარგებლო.

1.

ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების არცოდნა. ადამიანები თითქოსდა სასარგებლო პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას- უცხიმო და უშაქრო პროდუქტები. თუმცა მწარმოებლებმა შაქრის რამოდენიმე პროცენტით შემცირებისას, შეიძლება გაზარდონ ცხიმის შემცველობა. ამიტომ მსგავსი პროდუქტების შეძენისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ ეტიკეტს, რადგანაც შეიძლება მივიღოთ არასასურველი

კალორიები.

2.

კვების სისტემის რადიკალური ცვლილება - კიდევ ერთი შეცდომაა, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ხორცეულზე და ცილოვან საკვებზე და მხოლოდ სალათებით იკვებება. დიდ ხანს ამგვარ რეჟიმზე ადამიანი ვერ გაძლებს და რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ყველაფერზე ხელს ჩაიქნევს.

3.

ბევრი კი გახდომას ისე ცდოლობს, რომ არ ცვლის კვების ჩვევებს და უბრალოდ ვარჯიშობს.

კალორიული პროდუქტების მიღებას ნულამდე დაჰყავს ფიზიკური აქტივობა. განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე