"ეკონომიკა წინ მიდის - ჩვენ არ ჩავკეტეთ ქვეყანა და ეს იყო სწორი"
"ეკონომიკა წინ მიდის - ჩვენ არ ჩავკეტეთ ქვეყანა და ეს იყო სწორი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი არ არის, ეკონომიკა ვითარდება, მეტი ტურისტი შემოდის.
"ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ არ ჩავკეტეთ ქვეყანა, ეს იყო სწორი და მნიშვნელოვანი, პარალელურად შემოვიტანეთ ვაქცინები და შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესი გავაგრძელოთ, ყველა აიცრას. გაქვს იმდენი ვაქცინა, რომ ეყოს ჩვენს მოსახლეობას და სხვასაც დავეხმაროთ. ამის შესაძლებლობა არის. როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი არ არის, ეკონომიკა ვითარდება, მეტი ტურისტი შემოდის, ადამიანებს მეტი შესაძლებლობა უჩნდებათ ", – განაცხადა კახა კალაძემ.