"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა" - რას ამბობს ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიაბაშვილის განცხადებაზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ტვიტერზე" ეხმიანება.
"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა. #მე მიყვარს საქართველო,"- წერს ევროპარლამენტარი.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.
"ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას.