"მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს"
ახალგაზრდა მუსიკოსი მიშა ჯაფარიძე გუშინ ავტოავარიას ემსხვერპლა. ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა "პრიუსი", რომელშიც მუსიკოსი იჯდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მომხდარის შედეგად მიშა ჯაფარიძე გარდაიცვალა, მეორე მხარეს არავინ დაშავებულა. შსს-მ საქმე 276-ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს...
ნიჭიერი მუსიკოსის ტრაგიკულ გარდაცვალებას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.
"უმძიმეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებთ დღეიდან მუსიკოსები, ვინც ვმეგობრობდით და ვუკრავდით და ვისაც უკიდეგანოდ გვიყვარდა მიშა ჯაფარიძე…
მე ეს ერთხელ გამოვიარე, 2001 წელს ოძელა რომ დავკარგეთ… 20 წელი გავიდა და კიდევ უფრო დიდია გააზრება იმ ტრაგედიის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება… დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი, თანამოაზრე, ახალი თაობის გამოკვეთილი მუსიკოსი, ძალიან ძალიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, არანორმალურად მოწესრიგებული და პროფესიონალი, თან უსაყვარლესი მიშა… ჩვენი საერთო მიშა ჯაფარიძე…
ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… უკიდურესობა…
მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.