"ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ - პედაგოგებო, გთხოვთ, ჩვენი მომავალი თაობისთვის, აიცერით"
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით მოსახლეობას, რომ აიცრან:
"ჩემი 12 წლის პაციენტი და მისი ოჯახი მიყვება ახლა, კოვიდმა ორივე ბებია მომიკლაო 1 კვირის წინო.
ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ.
გთხოვთ, აიცერი და შეაჩერე სიკვდილთან თამაში!".
"პედაგოგებო, გთხოვთ, ჩვენი მომავალი თაობისთვის, აიცერით. სასკოლო განათლების გარეშე თაობა ყველა პანდემიაზე უარესი იქნება".