ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში, კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის თავდაპირველად რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

" უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. პირველ სექტემბერს, 09.40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - აღნიშნავენ უწყებაში.