"გასულ კვირას კორონავირუსით დაიღუპა მისი დედამთილიც" - რა არის ცნობილი ბათუმში 20 წლის გოგონას კოვიდ 19 - ით დაღუპვის თაობაზე - კვირის პალიტრა

"გასულ კვირას კორონავირუსით დაიღუპა მისი დედამთილიც" - რა არის ცნობილი ბათუმში 20 წლის გოგონას კოვიდ 19 - ით დაღუპვის თაობაზე

1-ლ სექტემბრეს, ბათუმში, კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსით 20 წლის მარი მახარაძე გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აგარაში ცხოვრობდა. ვებპორტალ "ბთუმელების" ინფორმაციით: "გასულ კვირას კორონავირუსით დაიღუპა მისი დედამთილიც". მათივე ინფორმაციით, გოგონა ქედის მუნიციპალიტეტიდან კლინიკაში 31 აგვისტოს უკვე გართულებულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას 8 თვის შვილი დარჩა.

"პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა… მას ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემაც. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. პირველ სექტემბერს, 09.40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში".

ფოტო: "ტვპირველი"