"ჩემი ძმა შენს გამო დაიჭირეს და გარდაიცვალა, ამიტომ ფული უნდა გადამიხადოო" - ვინ და რატომ მოკლა ცნობილი ბიზნესმენი განმუხურში? - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა შენს გამო დაიჭირეს და გარდაიცვალა, ამიტომ ფული უნდა გადამიხადოო" - ვინ და რატომ მოკლა ცნობილი ბიზნესმენი განმუხურში?

გუშინ, 1 -ლ სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ (ვოვა) ვახანია მოკლეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განმუხურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამბები.გე-მ ვახანიას მკვლელობასთან დაკავშირებული დეტალები გაარკვია. მკველელობაში ეჭვმიტანილი ზუგდიდის მკვიდრი კახა კალანდიაა, რომელმაც ვლადიმერ ვახანიას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება და ჩხუბი უძღოდა.

ვლადიმერ ვახანიას ახლობელი ზუგდიდიდან გვიყვება:

"ვოვა განმუხურში სასტუმროების კომპლექსს აშენებდა და მკვლელობაც იქ მოხდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა კახა კალანდიამ მიაყენა. მკვლელობის დროს ადგილზე ვახანია, მისი ერთ-ერთი ნათესავი და მძღოლი ყოფილან. მკვლელი და ვახანია ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ ვახანია და კალანდია ოთახში ჩვეულებრივ საუბრობდნენ. ვოვას ნათესავი მამაკაცი, რომელიც საუბარს არ დასწრებია, ვინაიდან ყავის გასაკეთებლად გავიდა. როგორც ეს ადამიანი ამბობს, მოულოდნელად ხმაური შემომესმა, ოთახში რომ შესულა, თავიდან ვერ მიხვდა, ვოვა დაჭრილი რომ იყო, ეგონა, ჩხუბობდნენ და კალანდიას გაკავება დაუწყია. ამბობს, ისიც ვერ დავინახე, ხელში დანა რომ ეკავაო. მერე ვოვას მძღოლი შემოვარდა და ყვირილი დაიწყო, ვოვა დაჭრილიაო.. ვოვა ამ ნათესავის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ადგილზე მისვლამდე ჩაააკვდათ ხელში. განაგრძეთ კითხვა