კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა
კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა
თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოკერიას კლინიკაში განუცხადეს, 47 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.
"ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს , ის ქუთაისიდან გადმოიყვანეს ბოკერიას კლინიკაში. მართვით სუნთქვაზე იყო. გუშინ ღამით გარდაიცვალა",- აღნიშნავენ კლინიკაში.