"შვილს ათი წლის განმავლობაში ელოდა ნანატრი ტყუპი გააჩინა, მაგრამ ვერაგმა Covid19 - მა არ დააცალა მათი მოფერება" - 47 წლის ქალი ვირუსით გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულთა უმძიმეს სტატისტიკას, სამწუხაროდ, 47 წლის ნატო ფხაკაძე შეემატა. ქალი კოვიდინფიცირებული იყო და 20 აგვისტოს ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში“ იმშობიარა. აღნიშნულის შესახენ მაშინ ინფორმაცია კლინიკამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ტყუპი ქალ-ვაჟის დაბადების შემდეგ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს და იქ განაგრძობდა მკურნალობას.
47 წლის ქალი შვილს ათი წლის განმავლობაში ელოდა. სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის გარდაცვალებას მისი მეგობრები ეხმაურებიან და წერენ, რომ ვერაგმა დაავადებამ ქალის სიცოცხლე შეიწირა.
"ჩემთვის უმძიმესი წუთები, თითქოს დედამიწა გაჩერდა... ჩემი უსაყვარლესი პაციენტი ნატო ფხაკაძე აღარ არის... ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ერთად დიდი გზა გავიარეთ. ამ ბრძოლაში მან გაიმარჯვა და ნანატრი ტყუპი გააჩინა, როგორ უნდოდა, როგორ ნატრობდა, მაგრამ ვერაგმა Covid19 - მა არ დააცალა მათი მოფერება. რა უსამართლობაა. ნათელში განისვენე. მე შენ მუდამ მემახსოვრები. შენი ექიმი "ლელუ" როგორც მეძახდი...“ - წერს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული ცენტრის ექიმი ლელა ირემაძე.
"ათი წელი შვილს ნატრობდა და ვერ ნახა, ვერ ჩაიხუტა ტყუპები ისე წავიდა, შენ ეს არ დაგიმსახურებია, ნატო. როგორ მეგონა, რომ გავიმარჯვებდით ამ ვერაგ კოვიდზე... იქ, სადაც გაფრინდი, ძალიან შორს, შენი შვილები დაიფარე, მამიდუ. ათი წლის ოცნებას ფრთა შეასხი და არც კი დაგცალდა ამ ოცნების ნახვა… გპირდები მარიამს და გიორგის ყოველთვის ემახსოვრები…“ - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
ambebi.ge - ს მომხდარი ტრაგედია კლინიკაში დაუდასტურეს.
ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი, ალექსი ვაჩაძე:
- ქალბატონი მშობიარობიდან ძალიან მალე გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. გადმოყვანისას ჰქონდა საკმაოდ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა, ჟანგბადდამოკიდებული იყო, თუმცა ფხიზელი. მალევე შეფასდა როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი