"თალიბანი": "ჩინეთი ავღანეთში საელჩოს არ ხურავს"
"თალიბანის" მტკიცებით, ჩინეთი ავღანეთში საელჩოს შეინარჩუნებს და ომით დაზარალებულ ქვეყანას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუზრდის.
მედიის ინფორმაციით, "თალიბების" წარმომადგენელმა სუჰალ შაჰინმა განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი, აბდულ სალამ ჰანაფი ამ საკითხზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვუ ჯინგჰაოს ტელეფონით ესაუბრა,
"ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ისინი შეინარჩუნებენ საელჩოს ქაბულში და დასძინა, რომ ჩვენი ურთიერთობები წარსულთან შედარებით გაძლიერდება. ავღანეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის უსაფრთხოებასა და განვითარებაში, " - აღნიშნა სუჰალ შაჰინმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ავღანეთთან კავშირებს ამტკიცებენ.