"ადრე თუ გვიან და რაც მალე მით უკეთესი, სრულად აღვადგენთ ურთიერთობებს უკრაინასთან"
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არანორმალური და არაბუნებრივია და იმედოვნებს, რომ მომავალში რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები სრულად აღდგება", - რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განცხადება აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ არსებული სიტუაცია აბსოლუტურად არანორმალური და არაბუნებრივია და ადრე თუ გვიან და რაც მალე მით უკეთესი, ჩვენ სრული მასშტაბით აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობებს უკრაინასთან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, დადგება თუ არა დღე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი დაესწრება ფორუმს რუსეთში, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ მას ამის ძალიან დიდი იმედი აქვს.
ცნობისათვის, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში გუშინ გაიხსნა და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.