ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე სახლი. მძიმე მდგომარეობაა წერეთლის ქუჩაზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, გაჭიანურებული სამუშაოების გამო, სანიაღვრე არხები გაჭედილია და წყლის გატარებას ვერ ასწრებს, ასევე გზაზე გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს.
მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ქუთაისში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს.