"საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
"საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!", - წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სტატიას აქვეყნებს და წერს:
ჟურნალ "ლანცეტის პრეპრინტში" გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.
10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.
100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!
70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!
59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!", - წერს კულუმბეგოვი.