პაშა ბანკის პრო ბონო ვებინარი თემაზე:"კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში"
პაშა ბანკმა ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის, თემაზე "კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში". პრო ბონო ვებინარს უძღვებოდა პაშა ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი - ზაზა გაბაშვილი.
შეხვედრის დროს, მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს:
- პირადი მონაცემების დაცვა
- SPAM
- ფიშინგი
- სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
- ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება
- როგორ დავიცვათ თავი კიბერ შეტევისგან?
- როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ ბანკინგის და ზოგადად საბანკო პროდუქტებთან - დაკავშირებული თაღლითობისგან?
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
პაშა ბანკი პრო ბონო ქსელს 2017 წელს შეუერთდა და ეს უკვე ბანკის მესამე პრობონო აქტივობაა:- 2018 წლის 13 ივნისს პაშა ბანკის და მისი თანაგუნდელი ორგანიზაციების - ჯიპიაი ჰოლდინგი და ჯეოლაბი - თანამშრომლების მიერ საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“-თვის სრულიად უსასყიდლოდ დამზადდა ვებ-გვერდი sagango.ge.- 2017 წლის დეკემბერში პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა სოციალური საწარმო „კოდალას“ პროდუქციის ონლაინ კატალოგი.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.