"ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის დებატებში მონაწილეობისთის დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატთან. ამასთანავე, როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის ამ მხრივ გიორგი გახარია და თუნდაც ნიკა მელია არაფრით განსხვავდება მერობის სხვა კანდიდატებისგან.

"მე, რა თქმა უნდა, ყველასთან ვაპირებ დებატებს. ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან იგივე მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. მე მზად ვარ ამისთვის. ეს ადამიანები წარმოსდგნენ და შესაბამის პლატფორმაზე გაიმართს დებატები,"- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კონკურენტები - კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"