"3 დღეა ბატონი კალაძე ვერ გაერკვა რისთვის მივიდა მასთან გიორგი გახარია" - კვირის პალიტრა

"3 დღეა ბატონი კალაძე ვერ გაერკვა რისთვის მივიდა მასთან გიორგი გახარია"

3 დღეა ბატონი კალაძე ვერ გაერკვა რისთვის მივიდა მასთან გიორგი გახარია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, "ქართულ ოცნებაში" ღირსეული ნაბიჯის შეფასების უნარი არ აქვთ, რომელთა შორისაც კახა კალაძეც მოხვდა.

"სამი დღეა, მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და სჯა-ბაასი. 3 დღეა, ბატონი კალაძე ვერ გაერკვა რისთვის მივიდა მასთან გიორგი გახარია. ამ ადამიანმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა და მისი ღირსეული ნაბიჯის ეს შეფასება და სჯა-ბაასი მიდის 3 დღეა, "ქართულ ოცნებაში". ძალიან მარტივად არის საქმე, ღირსეული ნაბიჯის შეფასების უნარი ამ ადამიანებს სამწუხაროდ, არ გააჩნიათ და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანებში მოხვდა ბატონი კახი კალაძეც, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ღირსებისგან ძალიან შორს არიან, მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ, ჯობს საქმეს მივხედოთ, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ქვეყანას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"