"გახარიამ კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა" - კვირის პალიტრა

"გახარიამ კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა"

ბუნებრივია გახარია სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს",- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვიის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს გახარიას განცხადებებს, სადაც ის მმართველ გუნდს ტყუილებში ადანაშაულებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ "კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა".

"შეხედეთ მაგის ხელწერას და ასევე "ნაცმოძრაობის" და მათი ლიდერების, მათ შორის, "მთავარი არხის" და "ტვ პირველის" კამპანიას. ბუნებრივია, გახარია სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს. უყურებთ რა ხდება, როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში. კაცი, რომელიც იმის გამო გადადგა, რომ მელია არ დაეჭირათ, კანონი არ აღასრულა, ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ", - აღნიშნავს პრემიერი.

"ინტერპრესნიუსი"