ხატია ბუნიათიშვილი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად ვენეციის კინოფესტივალზე - ფოტოები პიანისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
წარმატებული პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, ვენეციის კინოფესტივალს სტუმრობდა. ქართველ პიანისტს, რომელიც Cartier-ის სახეა, ამავე ბრენდის ყელსაბამი ამშვენებდა.
ბუნიათიშვილმა ვენეციის კინოფესტივალიდან სოციალურ ქსელში თავის გულშემატკივრებს ის ფოტოც გაუზიარა, რომელზეც ცნობილ მსახიობთან, ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ჯეიკ ჯილენჰოლთან ერთადაა აღბეჭდილი.