რამდენი პაციენტი მკურნალობს ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში? - კვირის პალიტრა

რამდენი პაციენტი მკურნალობს ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში?

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში დღეს დილის მონაცემებით, 91 პაციენტი მკურნალობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა, პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია.

"დღეს დილის მონაცემებით, 91 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. გუშინ შესრულდა 2 რეფერარი და ერთი პაციენტი ბინაზე გაეწერა. დღეს იგეგმება პაციენტთა ნაწილის გაწერა. ზოგიერთი პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია",-განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართვეელოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდ 19-ს კიდევ 74 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"