"როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას, ჯერ ვერც კი ვფიქრობ...კოვიდმა გამომტაცა ხელიდან უსაყვარლესი არსება"- პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დედა გარდაეცვალა - კვირის პალიტრა

"როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას, ჯერ ვერც კი ვფიქრობ...კოვიდმა გამომტაცა ხელიდან უსაყვარლესი არსება"- პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დედა გარდაეცვალა

პედიატრ ინგა მამუჩიშვილს კორონავირუსით დედა გარდაეცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ მედიკოსი "ფეისბუქზე" წერს:

"დედააა... კოვიდმა გამომტაცა ხელიდან უსაყვარლესი არსება, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია ამ ქვეყნად,სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული,ყველაფერი რომ იცოდა, ყველაფერს მას ვეკთხებოდით სასკოლო პროგრამის ლექსებით და ამოცანეით დაწყებული პოლიტიკური სიახლეებით დამთავრებული! აუგი არ დასცდებოდა არავიზე!!! როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას ამ წუთში ჯერ ვერც კი ვფიქრობ, უბრალოდ, ამ ჟამიანობის პეიოდში მინდა განსაკუთრებულად გაგიფრთხილდეთ,უპასუხისმგებლო უნდა იყო და უკულტურო, რომ რაიმე გეწყინოს დღეს (თუმცა დედა პოსტკოვიდური მდგომარეობით გარდაიცვალა)გთხოვთ, არ შეწუხდეთ მოსვლით, დარწმუნებული ვარ ყველას გტკივათ ჩემი ტკივილი, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ლოცვებში მოიხსენიეთ დედა. მიყვარხართ ყველა და ურყევ ჯანმრთელობას გისურვებთ. (წყარო)