"ხაზარაძე სააკაშვილის მევახშე, ხარისხიანი პარტნიორია. ავთო წერეთელი კი ცნობილი კონტრაბანდისტია"
"ხაზარაძე სააკაშვილის მევახშე, ხარისხიანი პარტნიორია. ავთო წერეთელი კი ცნობილი კონტრაბანდისტია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხაზარაძე წლების განმავლობაში სააკაშვილის ბიზნეს დატერორების ხარისხიანი შემსრულებელი იყო.
"მაინც არ სჯერა ამ კაცს და ურცხვად ერთი და იმავეს იმეორებს. არ სჯერა, რომ ქვეყანაში 21 000-ზე მეტი კილომეტრი გზაა. გამოვიდა და აკრიტიკებს პარტიის დამფუძნებელს, მთავრობას და ა.შ. ხაზარაძე სააკაშვილის მევახშე, ხარისხიანი პარტნიორია. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის ბიზნეს დატერორების ხარისხიანი შემსრულებელი იყო. მევახშე კაცია, რომელმაც 3% მიიღო. ხაზარაძე ედრება ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 3 მილიარდი მოიტანა და დახარჯა. კიდევ მეტი გაინტერესებთ, ვინ არის წერეთელი?! ცნობილი კონტრაბანდისტი ბატონი ავთო წერეთელი და მისი შვილი მკვლელი, რადგან შევარდნაძის დროს 3 ადამიანი მოკლული ჰყავს. რით ვერ დაიღალეთ, ხომ ხედავთ, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად აგებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.