"ლევან სუხუმსკი - მკაცრი და გავლენიანი "კანონიერი ქურდი" - რას წერს უცხოური პრესა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დააკავეს - კვირის პალიტრა

"ლევან სუხუმსკი - მკაცრი და გავლენიანი "კანონიერი ქურდი" - რას წერს უცხოური პრესა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დააკავეს

რუსული პრესა ყურადღებას უთმობს ცნობილი "კანონიერი ქურდის" - ლევან სუხუმსკის დაკავებას, რომელიც ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ბარსელონაში განახორციელა.

გაზეთ "კომერსანტში" (КоммерсантЪ) გამოქვეყნებულია სტატია - "კანონიერმა ქურდმა" ბარსელონას იქით გაქცევა ვერ მოასწრო: ლევან სუხუმსკი ესპანეთში იპოვეს" (ავტორი - ალექსანდრე ტიზონოვი), რომელშიც ნათქვამია: "კანონიერი ქურდი" ლევან აბულაძე (იგივე ლევან სუხუმსკი), რომელიც გასულ წელს, ქალაქ ვლადიმირში, პატიმრობის ვადის გაგრძელების მიზნით დანიშნული სასამართლოს სხდომის დაწყების წინ გაიქცა, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ყალბი უკრაინული პასპორტით, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

რუსეთში ამ "ავტორიტეტს" წაყენებული აქვს ბრალდება იმაში, რომ მას დამნაშავეთა იერარქიაში უმაღლესი სტატუსი აქვს მინიჭებული. სხვათა შორის, სწორედ ასეთი ბრალდების გამო, ლევან აბულაძის ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა უწყების განკარგულებით, "სამუდამოდ არასასურველად" ჩაითვალა. ესპანეთის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე ლევან აბულაძე "თავისი ორგანიზაციის მართვას ანონიმურად გეგმავდა".

ლევან სუხუმსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იგი გასული წლის ბოლოს ვლადიმირის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს შენობიდან გაიქცა. სასამართლოს "კანონიერი ქურდის" პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხი უნდა განეხილა. ოფიციალური ვერსიით, ლევან აბულაძე სასამართლოში არ მიუყვანიათ და შუამდგომლობა მისი პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებოდნენ, "კანონიერმა ქურდმა", თითქოსდა, გაქცევა სასამართლოს საპირფარეშოდან მოახერხა. განაგრძეთ კითხვა