"სამწუხაროდ, აცრის პირველ დოზაზე დაჯავშნის კლების ტენდენცია გაჩნდა" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, აცრის პირველ დოზაზე დაჯავშნის კლების ტენდენცია გაჩნდა"

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების - თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერ-ოქტომბერი კრიტიკული პერიოდია.

"ქვეყანაში "ფაიზერის" 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები - დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას", - განაცხადა გამყრელიძემ.